ეკატერინე ჯაიანი (ასოცირებული პროფესორი)
ბიოლოგიის დოქტორი;
მიმართულება : ბიოსამედიცინო მეცნიერებანი და საბაზისო სამედიცინო მეცნიერებანი (მიკრობიოლოგია ვირუსოლოგია)
ეკატერინე ჯაიანი არის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლი და წამყვანი მეცნიერი. ის წლების განმავლობაში ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წყლის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის დოქტორის ხარისხს. მისი კვლევის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია.
ეკატერინე ჯაიანი არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის და ერთი მონოგრაფიის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების და ვორკშოპების მომხსენებელი, მონაწილეა 15–ზე მეტი საერთაშორისო კვლევითი პროექტის, გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის ქვეყნების კვლევით დაწესებულებებსა და სამეცნიერო ლაბორატორიებში, ასევე დამთავრებული აქვს პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამები. მოპოვებული აქვს სამეცნიერო სტიპენდიები და დაჯილდოებულია პრემიებით, მათ შორის DAAD-ის სტიპენდიები და NATO Linkage გრანტი.