კობა სახეჩიძე (ასისტენტ-პროფესორი)
მედიცინის დოქტორი;
მიმართულება: ზოგადი და კერძო ქირურგია, ენდოკრინული და ონკო ქირურგია;
ჰიპერჰიდროზის და ბლაშინგ სინდრომის მკურნალობის ცენტრის დამფუძებელი.
კობა სახეჩიძე არის თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი, ჰიპერჰიდროზის და ბლაშინგ სინდრომის მკურნალობის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედის“ ქირურგი, საქართველოს ენდოსკოპისტ-ქირურგთა ასოციაციის წევრი, მსოფლიო ბარიატრიის და მეტაბოლური ქირურგიის ფედერაციის წევრი (IFSO), ასევე არის შემდეგი ორგანიზაციების წევრი: European Society for Medical Oncology (ESMO), International Neural Monitoring Study Group (INMSG), American Society for Metabolic and Bariatric Surgery (ASMBS), International Hyperhidrosis Society (IHS), European Society Surgical Oncology, European Hernia Society. მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიულ საქმიანობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის” სამედიცინო დირექტორის, ჩაჩავას კლინიკის „ახალი ქირურგიული კლინიკის“ ხელმძღვანელის, ასევე კლინიკა „ჰერა 2011“-ის ქირურგიული სამსახურის უფროსის თანამდებობზე. ასევე, იყო შპს „ავერსის კლინიკა“ ჰიპერჰიდროზის და ერითროფობიის მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელი, შპს „ავერსის კლინიკის“ ქირურგი, ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი „ქუთაისი“–ს ჟურნალ „სამედიცინო ჟურნალის“ სარედაქციო საბჭოს წევრი, უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვ.კ.გუსაკის სახ. გადაუდებელი და აღმდგენითი ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი, მეცნიერ თანამშრომელი და ქირურგი. იგი ფლობს მედიცინის დოქტორის აკადემიურ ხარისხს და სხვადასხვა წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
კობა სახეჩიძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის ერთი მონოგრაფიისა და არაერთი საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო და კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი, სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს პროფესიული განვითარების კურსები ონკოლოგიურ და ენდოკრინოლოგიურ ქირურგიასა და კლინიკურ ორდინატურაში.