თინათინ კუჭუხიძე (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: ფტიზიატრია;
აკად. ო.ღუდშაურის სახელობის ეროვნული ცენტრის შინაგანი მედიცინის განყოფილების ინტერნისტ-პულმონოლოგი.
თინათინ კუჭუხიძე არის აკად ო.ღუდშაურის სახელობის ეროვნული ცენტრის შინაგანი მედიცინის განყოფილების ინტერნისტ-პულმონოლოგი. აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას, გასულ წლებში იყო კლინიკა „თბილისის გულის ცენტრი“-ს ექიმი პულმონოლოგი, ქ.თბილისის მერიის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმი, აკად ო.ღუდშაურის სახელობის ეროვნული ცენტრის შინაგანი მედიცინის განყოფილების უმცროსი ექიმი.
თინათინ კუჭუხიძე აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში, გავლილი აქვს სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ კურსი.