ლავრენტი მაღლაკელიძე (პროფესორი) 
სამართლის დოქტორი;
მიმართულება: სისხლის სამართალი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
ლავრენტი მაღლაკელიძე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიულ საქმიანობის გამოცდილება. გასულ წლებში იყო ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო განყოფილებების უფროსი გამომძიებელი. სხვადასხვა წლებში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ვაშიგტონის სასამართლოში (ქ.ვაშიგტონი, აშშ), გერმანიის სასამართლოში (ქ.ჰამბურგში, გერმანია) და ქ.სტრასბურგში (საფრანგეთი).
ლავრენტი მაღლაკელიძე წლების განმავლობაში ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების აქტიური მონაწილე, მომხსენებელი და ორგანიზატორი. ასევე, აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში. გავლილი აქვს არაერთი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი, სტაჟირება ადგილობრივ და საერთაშირისო ორგანიზაციებში. მიღებული აქვს ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის სტიპენდია, არის გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.