გიორგი თავაძე (პროფესორი)
ფილოსოფიის დოქტორი;
EEU-ს სადოქტორო განათლების განვითარების ცენტრის უფროსის მოადგილე.
გიორგი თავაძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სადოქტორო კვლევების განვითარების ცენტრის უფროსის მოადგილე, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი. ის წლების განმავლობაში აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას, სხვადასხვა წლებში იყო ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ის ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას: მას ქართულად თარგმნილი აქვს ფრიდრიხ ნიცშეს, ჯონ დიუის, თომას პეინის, კარლ შმიტის, იმანუელ კანტის და სხვა მოაზროვნეთა ნაშრომები.
გიორგი თავაძე წლების განმავლობაში ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და გამოცემების ავტორი, სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი, სხვადასხვა კვლევითი პროექტისა და ექსპედიციის მონაწილე, ტრენინგებისა და სემინარების ხელმძღვანელი, სამეცნიერო ნაშრომების სამეცნიერო რედაქტორი და რეცენზენტი. მის სამეცნიერო-კვლევითი ინტერესებს წარმოადგენს: პოსტკოლონიური და პოსტტოტალიტარული კვლევები, იდეების ისტორია, პოლიტიკისა და სამართლის ფილოსოფია, პოლიტიკური სოციოლოგია, ფილოსოფიური გეოგრაფია, ადგილებისა და სივრცეების სოციოლოგია.