აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და კასპიის საერთაშორისო მედიცინის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და კასპიის საერთაშორისო მედიცინის სკოლას შორის (ყაზახეთი) თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევებისა და განათლების მიმართულებით უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, ასევე ერთობლივ კვლევით საქმიანობაში, რაც მათ საშუალებას მისცემს აიმაღლონ კვალიფიკაცია. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება სასწავლო თემატიკისა სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.
კასპიის საერთაშორისო მედიცინის სკოლა ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ყაზახეთში, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან და უწყვეტ განათლებას კოლეჯის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სასწავლო დონეზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.cism-edu.kz/