გამოცხადდა კონკურსი უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის ერთ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატის შერჩევის მიზნით.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
ბ) უმაღლესი განათლების დაწესებულებაში ან განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საბჭოს წევრობისთვის დადგენილ კრიტერიუმებს:
ა) აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კვლევითი ერთეულების ხელმღვანელი;
ბ) აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილების მქონე ნებისმიერი პირს.
განცხადებების მიღების ვადები და წესი:
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მსურველმა უფლებამოსილმა პირებმა 2021 წლის 29 მარტიდან 2021 წლის 1-ლი აპრილის ჩათვლით დასაბუთებული განცხადება (განცხადების ფორმა) და ავტობიოგრაფია (CV) უნდა გამოაგზავნონ უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@eeu.edu.ge.
შერჩევის პროცესი:
- რექტორი განიხილავს დადგენილი წესითა და ვადებში წარმოდგენილ განცხადებებს.
- იგი უფლებამოსილია, სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში გაესაუბროს კონკურსში მონაწილე პირებს ან გასაუბრების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის საბჭოს წევრად შერჩევის შესახებ.
- რექტორი გადაწყვეტილებას იღებს იმ პირის სასარგებლოდ, რომლის მონაწილეობასაც წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობაში მიიჩნევს ყველაზე პროდუქტიულად.
წარმომადგენლობითი საბჭოს შესახებ:
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსტიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ეფექტურ მართვასა და განვითარებას, უნივერსიტეტის სტრატეგიული საკითხების კოლეგიური გადაწყვეტის გზით უზრუნველყოს უნივერსიტეტის მართვისა და საქმიანობის ღიაობა, გამჭვირვალობა და მასში საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა.
წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 11 წევრით, რომელთაგან 5 წევრს არჩევს უნივერსიტეტის რექტორი, ხოლო 6 წევრს ირჩევენ ფაკულტეტების საბჭოები უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა რიგებიდან.
გამოიყენეთ შესაძლებლობა, გახდით უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და შეიტანე შენი წვლილი უნივერსიტეტის მართვა- განვითარებაში!