საგამოცდო ცენტრი წარმოდგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მიზანია უნივერსიტეტში ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
ცენტრი საკუთარი მიზნის მიღწევისთვის:
- ორგანიზებას უწევს და ატარებს უნივერსიტეტში წერით შუალედურ, დასკვნით, დამატებით გამოცდებს;
- მისაღები წერითი გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას;
- კოორდინაციას უწევს საგამოცდო შედეგების აპელაციის პროცესს;
- ახდენს გამოცდების შედეგების ანალიზს და შემდგომი რეაგირებისთვის წარუდგენს შესაბამის ერთეულებს;
- ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.