უსაფრთხოების დეპარტამენტი არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში უსაფრთხო გარემოს შექმნას.
დეპარტამენტი საკუთარი მიზნის მიღწევისთვის:
- ახორციელებს უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვას; ასევე აქტიურად არის ჩართული შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა სწავლების, მათთვის ინფორმაციის მიწოდების, კონსულტაციის გაწევის პროცესში.
- უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობის, მათში განთავსებული სასწავლო და არასასწავლო ინვენტარის, მატერიალური ფასეულობების დაცვას;
- ახორციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას უწყვეტ რეჟიმში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შინაგანაწესის დარღვევის ფაქტების გამოვლენას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
- უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტების დაწესებულებაში თავისუფალი ორიენტაციასა და გადაადგილებას, აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და სხვა მომსახურების გაწევას;
- ახორციელებს დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.