გიორგი თავაძე (პროფესორი)
ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი
ელ.ფოსტა: g.tavadze@eeu.edu.ge
https://orcid.org/0000-0003-3492-6357
გიორგი თავაძე დაიბადა 1986 წელს ქ. ფოთში. 2003 წელს დაამთავრა ქ. ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახ. გიმნაზია. იმავე წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 2007 წელს დაამთავრა (ფილოსოფოსის კვალიფიკაციით).
2008-2010 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე სპეციალობით – „სიცოცხლის ფილოსოფია“.
2010 წელს წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „თანამედროვეობის კრიტიკა ფრიდრიხ ნიცშეს ‘კერპების მწუხრში’ “ (ხელმძღვანელი – პროფ. თენგიზ ირემაძე).
2011 წელს მოიპოვა როლფ და ურსულა შნაიდერების სამეცნიერო–კვლევითი გრანტი. აღნიშნული გრანტის ფარგლებში, 2011 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე, იმყოფებოდა ვოლფენბიუტელში (გერმანია), ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკაში, სადოქტორო თემის დასამუშავებლად.
2010-2013 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში (ფილოსოფიის სპეციალობით). 2013 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: „ფილოსოფიური გეოგრაფია. ახალი ფილოსოფიური დისციპლინის დაფუძნების შესახებ“ (ხელმძღვანელები: პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ჰელმუტ შნაიდერი).
2015 წლის 10 სექტემბრიდან 2016 წლის 10 მარტამდე იმყოფებოდა ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში (პოზნანი, პოლონეთი) პროექტ ERASMUS-ის ფარგლებში.
2010 წლიდან გიორგი თავაძე ლექციებს კითხულობს სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტში. 2020 წლიდან იგი ხელმძღვანელობს ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. 2021 წლის თებერვალში არჩეული იქნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორად ფილოსოფიის მიმართულებით (იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
გიორგი თავაძის სამეცნიერო-კვლევითი ინტერესებია: უმაღლესი განათლების ფილოსოფია, ინტერდისციპლინური პოსტკოლონიური კვლევები, სოციალური და პოლიტიკური ფილოსოფია, იდეების ისტორია, ფილოსოფიური გეოგრაფია.
გიორგი თავაძე ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას: მას ქართულად თარგმნილი აქვს ფრიდრიხ ნიცშეს, ჯონ დიუის, თომას პეინის, კარლ შმიტის, იმანუელ კანტის და სხვა მოაზროვნეთა ნაშრომები.
დოქტორანტთა ხელმძღვანელობა
ვუხელმძღვანელებ დოქტორანტებს შემდეგ საკვლევ საკითხებთან დაკავშირებით:
- უმაღლესი განათლების ფილოსოფია (უნივერსიტეტის იდეა, უნივერსიტეტის პასუხისმგებლობები, აკადემიური თავისუფლება, უმაღლესი განათლების პრობლემების ფილოსოფიური ანალიზი სოციალური და პოლიტიკური ფილოსოფიის ჭრილში, ექსპერიმენტალური პედაგოგიკა, უნივერსიტეტი და საჯარო სიკეთე, ფემინიზმი)
- განათლების ფილოსოფია (კრიტიკული თეორია, ექსისტენციალიზმი, განათლება და დემოკრატია, კურიკულუმი, ფემინიზმი)
- განათლების პოლიტიკა და მართვა (უმაღლესი განათლების რეფორმები, სტუდენტთა ჩართულობა უნივერსიტეტის მართვაში, გლობალიზაცია და განათლების პოლიტიკა), თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით