კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრი
ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს სამედიცინო განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრი, რომელიც საქმიანობისას ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის რეგულაციებით, საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული საჭიროებებითა და ცენტრის დებულებით.
კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრის მიზანია ფაკულტეტზე განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის კვლევითი, კლინიკური და პრაქტიკული უნარების გამომუშავება და კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადება.
ცენტრის ფუნქციებია:
- სტუდენტზე ორიენტირებული, კლინიკურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული და თანამედროვე სასწავლო-კვლევითი მოთხოვნების შესაბამისი ლაბორატორიული გარემოს შექმნა და საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტების დარგობრივი (კლინიკური და პრაქტიკული) უნარების გამომუშავება;
- საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების მიმდინარეობის უზრუნველყოფა როგორც სიმულაციურ, ისე ლაბორატორიულ გარემოში;
- თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით კლინიკური სიტუაციების მოდელირება, ლაბორატორიული სამუშაოები და მიზნობრივი პრაქტიკის განხორციელება;
- ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) მეთოდოლოგიის დანერგვა და ორგანიზება, სტუდენტების კლინიკური და პრაქტიკული უნარების ობიექტური შეფასება სხავადასხვა სიმულაციურ კლინიკურ გარემოში.
კლინიკური და პრატქიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრის შემადგენლობაში შედის:
- სიმულაციური ლაბორატორია;
- ანატომიის კაბინეტი;
- ქიმიისა და ბიოქიმიის ლაბორატორია;
- მიკრობიოლოგიის ლაბორატორია;
- ჰისტოლოგიისა და უჯრედული ბიოლოგიის ლაბორატორია;
- ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) სადგურები.