გსურთ გაეცნოთ ევროკავშირის ინსტიტუტებს და მონაწილეობა მიიღოთ ევროკავშირში გაწევრიანების სიმულაციურ მოლაპარაკებებში?
ევროპის კვირეულის ფარგლებში, კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, საქართველოს უნივერსიტეტების პირველი, მეორე კურსის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებების სიმულაციაში.
სემინარი ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. სემინარის მონაწილეები მინიჭებული როლის ფარგებში მონაწლეები ჩაერთვებიან კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომ გაწევრიანების მეორე ფაზის, მოლაპარაკებების წარმართვის პროცესში.
სიმულაციური თამაშის დროს მონაწილეებს ეძლევათ ევროპარლამენტარის, ევროკავშირის კომისრის, კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოს წარმომადგენლის ან მედიის წარმომადგენლის როლი.
მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ, თუ ხართ:
- საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველი ან მეორე კურსის სტუდენტი;
- 18-23 წლის;
- გაინტერესებთ საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა;
- თავისუფლად ფლობთ ინგლისურ ენას
სემინარი ჩატარდება ZOOM–ის მეშვეობით ონლაინ რეჟიმში, 2021 წლის 4–7 მაისს (დღეში 4 საათი);
სერთიფიკატის მინიჭების ცერემონია გაიმართება საქართველოს პარლამენტის შენობაში 2021 წლის 14 მაისს.
სიმულაციური თამაშის ყველაზე წარმატებული მონაწილეები მოწვეულნი იქნებიან მრგვალი მაგიდის დებატებზე საქართველოს პარლამენტში, შემდეგ კი ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების სასწავლო ტურში 2022 წელს.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი არა უგვიანეს 2021 წლის 22 აპრილისა შემდეგ ელ.ფოსტაზე: shorena.gharibashvili@kas.de
გისურვებთ წარმატებებს!