ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი და ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი (EUI) (ფლორენცია, იტალია) აცხადებს ერთობლივი კვლევითი სტიპენდიების პროგრამას ახალგაზრდა მკვლევარებისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
პროექტის მიზანი ფლორენციაში არსებულ ევროკავშირის ისტორიულ არქივში (HAEU) ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე კვლევის ჩატარებაა.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სტუდენტს, ვინც ამჟამად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში ირიცხება და ყველა იმ პოსტდოქტორანტ მკვლევარსა და უნივერსიტეტის პედაგოგს, ვისაც კონკურსში მონაწილეობამდე ათი წლის განმავლობაში აქვს მიღებული მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი და ახლა აკადემიური თანამდებობა უჭირავს.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.
სააპლიკაციო პროცედურებისა და პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: