EEU-ს პარტნიორი ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი) აცხადებს რეგისტრაციას 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლითი პროგრამაზე. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ლოძის უნივერსიტეტში, მიიღონ ცოდნა და დაუვიწყარი გამოცდილება.
გაცვლითი პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას B2 დონეზე.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტის მიერ გასაწევი ხარჯი შეადგენს მხოლოდ მგზავრობისა და ცხოვრების საფასურს (საერთო საცხოვრებელი თვეში 70-100 EUR, კვება და სახარჯო ფული თვეში 200-250 EUR).
შემოთავაზებული სასწავლო კურსებისა და პროგრამების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://iso.uni.lodz.pl/erasmus/programmes/
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, რეგისტრაციის მიზნით, უნდა გამოგზავნონ რეზიუმე (CV) და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: international@eeu.edu.ge. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ინგლისური ენის ტესტს მათთვის, ვინც არ ფლობს ენის ცოდნის დამადასტურებენ დოკუმენტს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 7 ივნისი.
ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასწავლო პროცესისათვის დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სწავლება შესაძლოა ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 599009231, ნინო ძამუკაშვილი
ელ.ფოსტა: n.dzamukashvili@eeu.edu.ge; international@eeu.edu.ge