პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამთვიან პრაქტიკას ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის მიმართულებით, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტში.
სამსახურის შესახებ:
სამსახური ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.
პრაქტიკის შესახებ:
პრაქტიკანტი ჩაერთვება სამსახურის მიმდინარე საქმიანობაში. მას საშუალება ექნება, იმუშაოს უშუალოდ დეპარტამენტის იმ სპეციალისტებთან (ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის მიმართულება) ერთად, რომლებიც ახორციელებენ წარდგენილი ანგარიშგებების შემოწმებას კანონისა თუ შესაბამისი წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით.
მოთხოვნები
- ეკონომიკის ან/და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (აუცილებელია, Microsoft office Word, Microsoft office Excel, Internet/ Web Browser).
უნარ–ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოშ მუშაობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
- ანალიზის უნარი;
- ადაპტაციის უნარი;
- არგუმენტაციის უნარი;
- კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მიზანდასახულობა;
- კრეატიულობა/ინოვაციურობა;
- კოლეგიალურობა;
- კომუნიკაბელურობა.
კანდიდატების შერჩევა ჩატარდება შემდეგ ეტაპებად:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება (უნარ-ჩვევებისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების ზოგადი ცოდნის შემოწმება);
- გასაუბრების შედეგების მიხედვით, საჭიროებიდან გამომდინარე, პრეზენტაციის ჩატარება.
დაინტერესებულ პირებს პირადი რეზიუმისა და სამოტივაციო წერილის წარდგენა შეუძლიათ არაუგვიანეს 2021 წლის 6 აგვისტოსი, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: s.berianidze@saras.gov.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდს: www.saras.gov.ge