აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება Online ტრენინგების სერია EEU-EL სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით ელექტრონული ჟურნალის წარმოების შესახებ.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენს ელექტრონული ჟურნალის წარმოების ეფექტიანობის გაზრდა, სტუდენტთა შეფასების შედეგებისა და უკუკავშირის დროულად მიწოდება.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- შეფასებების ელექტრონულ ჟურნალში აღრიცხვა
- შეფასების კომპონენტები და მისი განაწილების პრინციპები ელექტრონულ ჟურნალში
- სატესტოდ პრაქტიკული დავალების შესრულება
ტრენერი: ქეთევან აფთარაშვილი, განათლების დეპარტამენტის უფროსი (EEU)
სამიზნე ჯგუფი: EEU-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალი
შეხვედრის დრო:
- 15 ნოემბერი, 18:00 საათი (სამიზნე ჯგუფი: ბიზნესის და ინჟინერიის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი)
- 22 ნოემბერი, 18:00 საათი (სამიზნე ჯგუფი: ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 45 წუთი
სამუშაო ენა: ქართული
ფორმატი: დისტანციური, MS Teams
ტრენინგზე დასწრების ბმული: