მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური (https://bit.ly/3nNbedf) შექმნილია ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად კომუნიკაციების სფეროში წარმოადგენს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებით გარანტიას.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობა;
- მომხმარებელთა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები;
- კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები.
სპიკერი: გვანცა ჩხეიძე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი
შეხვედრის ფორმატი: დისტანციური, ZOOM
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/zNd6c7PSDwrgZHrL6
შეხვედრის ბმული გამოგეგზავნებათ წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ