შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სამიზნე ჯგუფის წევრებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
6 დეკემბერს, 16:00 საათზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის გაიმართება ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის (https://eeu.edu.ge/portfolio/interdisciplinary-centre/) მკვლევრის ვლადიმირ ლიპარტელიანის მოხსენება.
შეხვედრის თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- საერთაშორისო მობილობის ფარგლებში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები;
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაგეგმვა და წარმართვა.
მომხსენებელი: ვლადიმირ ლიპარტელიანი, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის (EEU) მკვლევარი, სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი (ჟურნალისტიკის მიმართულება), ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, დარემის უნივერსიტეტის თანამედროვე ენებისა და კულტურის სკოლის დოქტორანტი.
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები
სამუშაო ენა: ქართული
მოხსენების განხორციელების განრიგი: 06.12.2021, 16:00 საათზე; ხანგრძლივობა: 1,20 წუთი
ფორმატი: დისტანციური, MS Teams
შეხვედრაზე დასწრების ბმული: