პროგრამის შესახებ
პროგრამის ხელმლძღვანელები:
- პოლ გიბსი – EEU-ს აფილირებული პროფესორი, სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის დირექტორი, მიდელსექსის უნივერსიტეტიში განათლების კვლევებისა და სტიპენდიების ცენტრის დამაარსებელი, New College Oxford-ის უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი, კემბრიჯის უნივერსიტეტის (UK) მოწვეული პროფესორი.
- შალვა ტაბატაძე – EEU-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი, განათლების რეფორმებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საერთაშორისო და შედარებითი განათლების საერთაშორისო საზოგადოების (CIES) ჯილდოს მფლობელი, SCE HCNM, Council of Europe, CIPDD, UNAG – განათლების პოლიტიკის ექსპერტი, CCIIR-ის თავმჯდომარე,
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების მეცნიერებების დოქტორი/Doctor of Education Sciences
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
სწავლის საფასური: 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (ერთი წელი); საუნივერსიტეტო დაფინანსების გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეებისთვის – 4000 ლარი (ერთი წელი);
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის უპირატესობები
- განათლების მეცნიერებები – საქართველოში პირველი ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა, რომელიც ხორციელდება მიდლსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) განათლების დეპარტამენტის მხარდაჭერით;
- პროგრამის განხორციელებელი პერსონალი – დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, კვიპროსი, ავსტრია და ა.შ.) აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
- პროგრამა შექმნისას გათვალისწინებულ იქნა ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის კვლევის შედეგები, სადოქტორო სწავლების ბრიტანული და რამდენიმე უცხოური უნივერსიტეტის გამოცდილება. მათ შორის, ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ტეხასის A&M უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამები;
- პროგრამის სტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას, დოქტორანტმა არჩევითი სასწავლო კურსების ფარგლებში არჩევანი გააკეთოს სკოლამდელი, ზოგადი (სასკოლო) ან უმაღლესი განათლების მიმართულებით
- უზრუნველყოფილია პროგრამის სტუდენტებისთვის მიდლსექსის უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტის სამეცნიერო და სასწავლო მასალებზე წვდომა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ნებისმიერი მოდული ან ჩაატარონ კვლევა მიდლსექსის უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტში
- საერთაშორისო ექსპერტების საჯარო ლექციები, განათლების თანამედროვე ტენდენციებსა და აქტუალურ საკითხებზე სეზონური სკოლები, სემინარები და სპეციალური კურსები საუნივერსიტეტო დაფინანსებით;
- გაცვლითი პროგრამები: სორბონის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), მიდლსექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ანგლია რასკინის უნივერსიტეტი (დიდ ბრიტანეთი)
პროგრამაზე მიღების წინაპირობა
- სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;
- სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, რომლითაც დადასტურდება კანდიდატის კვლევითი უნარები.
- სადოქტორო პროგრამაზე კანდიდატები ჩაირიცხებიან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენასა და საკონკურსო გასაუბრებას დარგობრივ კომისიასთან.
- ინგლისური ენის C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატები თავისუფლდებიან ინგლისური ენის გამოცდისაგან. ასევე, ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნის საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFL, IELTS, CAE, CERTUS) წარდგენისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც დასტურდება დოკუმენტურად.