2022 წლის 24 თებერვალს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა დისკუსია: ადამიანის პასუხი და რეფლექსია პანდემიაზე. დისკუსიის მიზანი იყო ფილოსოფოსებთან და ფსიქოლოგებთან ერთად პანდემიის ფენომენისა და მასზე ადამიანის რეფლექსიის გააზრება.
შეხვედრის დროს მონაწილეებმა ისაუბრეს პირად და პროფესიულ გამოცდილებაზე პანდემიასთან დაკავშირებით. განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ონლაინ სწავლების გავლენა სტუდენტთა ქცევასა და შედეგებზე, ფსიქოლოგიური, მენტალური ჯანმრთელობის და სოციალიზაციის პრობლემები კოვიდ 19-ის ფონზე, სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია, ცხოვრებისეული სტანდარტების ცვლილება, ყოველდღიური ცხოვრება, როგორც, მუდმივად საგანგებო მდგომარეობაში ყოფნა, თვითიზოლაცია – ცხოვრების წესი და სხვ.
დისკუსიას უძღვებოდა მოდერატორი: ირმა წერეთელი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი.
მონაწილეები:
- მარინე ჩიტაშვილი – ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი;
- ზაზა შათირიშვილი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი
- ელენე ჯაფარიძე – საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოთერაპევტი;
- ლაშა მათიაშვილი – თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- ლაშა ხარაზი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;