სლოვაკეთის მთავრობამ 2005 წელს ეროვნული სტიპენდიების პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა დაფინანსებულია სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევისა და სპორტის სამინისტროს მიერ და მხარს უჭერს საერთაშორისო სტუდენტების, დოქტორანტების, ლექტორების, მკვლევრებისა და მხატვრების მობილობას სლოვაკეთის უმაღლეს საგანმანათლელო დაწესებულებებსა და კვლევით ორგანიზაციებში.
სლოვაკეთის ეროვნული სტიპენდიის მიღება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია.