სასერტიფიკატო კურსის შესახებ
გთავაზობთ მრავალფეროვან და მოქნილ საგანმანათლებლო კურსს პრაქტიკოსი ლექტორებისაგან, დარგის ექსპერტებისგან.
გაძლევთ შესაძლებლობას, გამოგვყვეთ ფილოსოფიური ფიქრისა და მსჯელობის ლაბირინთებში და ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ ფილოსოფიურ საკითხებზე, ადამიანის ექსისტენცისა და სამყაროს კანონზომიერებებზე.
კურსის მიზანია, მსმენელს დაანახოს, რომ ფილოსოფია თავისი არსით წარმოადგენს არა მხოლოდ ერთ-ერთ საუნივერსიტეტო დისციპლინას, არამედ უპირველესად – ცხოვრების წესს და ადამიანური ექსისტენციის ერთ-ერთ მთავარ ფორმას.
კურსი მსმენელს აზიარებს ფილოსოფიური აზროვნების და ფილოსოფიური მიდგომების განსაკუთრებულობას, შესძენს ფილოსოფიის ძირითადი საფიქრალის და საზრისების ცოდნას. მსმენელები აქტიურად იქნებიან ჩართული საუბრებში. მოხდება კურსის ჩაწერა და მონაწილეთათვის ვიდეო ვერსიების გაზიარება.
კურსს გაუძღვებიან სპიკერები
- ზაზა შათირიშვილი – პროფესორი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი);
- ლევან ტატიშვილი – პროფესორი (აგრარული უნივერსიტეტი);
- ირმა წერეთელი – ასოცირებული პროფესორი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი)
- ლაშა მათიაშვილი – ასოცირებული პროფესორი (თავისუფალი უნივერსიტეტი);
- ლაშა ხარაზი – ასისტენტ-პროფესორი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი)
კურსს გაუძღვება მოდერატორი: ირმა წერეთელი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი.
კურსის თემატიკა/პროგრამა
- ფილოსოფია, როგორც ჭვრეტითი ცხოვრება
- პლატონი: მითოსი და დიალექტიკა; პლატონოპოლისი
- არისტოტელეს პოლიტიკა: პოლიტიკის თეორიის საწყისებთან
- არისტოტელე და ფილოსოფიის ინტერკულტურული ტრანსლაცია
- კანონი, სურვილი და ბრალი: პავლე მოციქული და ფსიქოანალიზი
- ქრისტიანული ფილოსოფიის ორი ქრონოტოპოსი: სქოლასტიკა და მისტიკა
- ფილოსოფიის მოდერნის ეპოქა – კარტეზიული პარადიგმა: დეკარტი – ჰეგელი – მარქსი
- სპინოზას ეთიკა – წიგნი ყველასათვის
- ადამიანის არსება ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში; ფილოსოფია როგორც უსახლკარობა (ექსისტენციალიზმი)
- უცნობი ნაცნობის დიალექტიკა XX საუკუნის ფილოსოფიაში (გეორგ ზიმელი და ზიგმუნდ ბაუმანი)
- კლასიკური რეტორიკა – ლიტერატურის, სამართლის და პოლიტიკის რეტორიკული ტრადიცია
- სიცოცხლის კონცეპტი დელიოზის ფილოსოფიაში
- ფილოსოფია დღეს: ფილოსოფიური ცხოვრების სამი პარადიგმა პოსტმოდერნის ეპოქაში
სასწავლო პროცესის მიმდინარეობა და ფორმატი
- საკონტაქტო დღეების რაოდენობა: 13 შეხვედრა
- შეხვედრებისა და თითოეული სესიის ხანგრძლივობა: კვირაში ერთი შეხვედრა (ყოველ პარასკევს)
- თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი (19:00-21:00)
- კურსის დაწყების თარიღი: 03.06.2022
სამუშაო ენა: ქართული
კურსი განხორციელდება პირისპირ ფორმატში
შეხვედრების განხორციელების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU); მისამართი: ქ. თბილისი, ენუქიძის ქ. 6, (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ: https://eeu.edu.ge/contact/)
კურსზე რეგისტრაცია:
კურსით დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/fyz7PUea7aZMPAM37
თითო ლექციის ღირებულება: 50 ლარი.
მსმენელს შეუძლია დარეგისტრირდეს მისთვის სასურველი ლექციების რაოდენობაზე ( ერთ ან მეტ ლექციაზე).
კურსის საფასურის გადახდის პირობები:
- კურსის საფასურის გადახდა, არჩეული ლექციების ოდენობის შესაბამისად (მაგალითად, 1 ლექცია – 50 ლარი, 2 ლექცია – 100 ლარი და ა.შ.), შესაძლებელია 2 აგვისტოს ჩათვლით.
- გადახდა შესაძლებელია TBC, ,,პროკრედიტ ბანკისა” და ,,საქართველოს ბანკის” ნებისმიერ ფილიალში.
- გადახდის დროს აუცილებელია სწორად იყოს მითითებული აპლიკანტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი
- საბანკო ანგარიშები იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/sabanko-angarishi/
სერტიფიკატი
მსმენელს, რომელიც გაივლის სრულ კურსს (13 ლექცია), გადაეცემა სერთიფიკატი.