ავსტრიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი პროგრამა – IST BRIDGE -ის ფაგრლებში სთავაზობს სრულად დაფინანსებულ ორწლიან სასტიპენდიო პროგრამას კვალიფიციურ კადრებს, რომლებიც იმყოფებიან დოქტორანტურის დამამთავრებელ საფეხურზე ან ფლობენ დოქტორის ხარისხს შემდეგი მიმართულებებით: საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკისა და მასთან მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინები.
სტიპენდიის უპირატესობები:
- საერთაშორისო, ინტერდისციპლინური, ინტერსექტორული ფელოუშიფის ფროგრამა;
- 2 წლიანი პოსტსადოქტორო პოზიცია სრული დაფინანსებით;
- პროფილური კომპეტენციების ასამაღლებელი ტრენინგი: 4 flexible ‘career-tracks’;
- სურვილისებრ BRIDGE-ში დასაქმებისა და მივლინების შესაძლებლობა;
- სკლოდოვსკა კიურის საგრანტო პროექტი – საერთაშორისო აღიარების მქონე კვლევითი ორგანიზაცია;
- „მარი სკლოდოვსკა-კურიის სტიპენდია“ – კვლევითი მიღწევების საერთაშორისოდ აღიარებული ნიშანი;
სტიპენდიით სარგებლობის პირობები:
- სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია ISTA-ს ფარგლებში არსებული სასწავლო/კვლევითი მიმართულებებისათვის;
- სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე განმცხადებელი უნდა ფლობდეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხს ან კვლევით პოზიციაზე (სრულ განაკვეთის შესაბამის) მინიმუმ ოთხწლიან გამოცდილებას და ფელოუშიფის დაწყებამდე წარდგენილ უნდა იქნეს დოქტორანტურის დასრულების შესახებ ცნობა (განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 თვეში, იხ. გზამკვლევი). ფელოუშიფის ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ დოქტორის დიპლომის/დაცვის შესახებ დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შემდეგ;
- განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე 36 თვის განმავლობაში განმცხადებელი არ უნდა ცხოვრობდეს ან ახორციელებდეს ძირითად საქმიანობას ავსტრიაში 12 თვეზე მეტი ხნით;
- სასტიპენდიო პროგრამით ვერ ისარგებლებენ მკვლევრები, რომლებიც უკვე დასაქმებულნი არიან ISTA-ში;
სტიპენდია გულისხმობს 60 მკვლევრის აყვანას 5 გლობალურად გამოცხადებული კონკურის ფარგლებში (დაახლოებით 12 მკვლევარი თითოეულ გამოცხადებაზე).
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 05/11/21 – 05/05/22 – 05/11/22 – 05/05/23 – 05/11/23
რეგისტრაციისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან დაუკავშირდით პროგრამის ადმინისტრატორს.