წლევანდელი ერთ-კვირიანი საზაფხულო კურსის მთავარ საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის გამოყენების ზრდა გლობალური მართვის მარეგულირებელ ინსტიტუციებში (საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ტექნიკური სტანდარტიზებული ორგანიზაციები, საერთაშორისო ქსელები, საჯარო-კერძო პარტნიორები, კერძო სტრუქტურები). საზაფხულო სკოლა წარმოადგენს უნიკალურ ფორუმს, სადაც დეტალურად განიხილება გლობალური ადმინისტრაციის მიმდინარე ფორმები დღევანდელ ტრანსნაციონალურ საკანონმდებლო სივრცეში.
პროგრამა განკუთვნილია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის იურიდიული და სოციალური მეცნიერების მიმართულებებიდან, ისევე როგორც პრაქტიკოსი-მკვლევართათვის და პროფესიონალებისათვის: იურიდიული მრჩევლები, ადვოკატები და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლები, შიდა ადმინისტრაციული კადრები, რომლებიც ესწრაფვიან პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას გაზრდილი გლობალური რეგულაციების ფონზე.
პროგრამა განხორციელდება ონლაინ, ელექტრონული სწავლების შესაბამისი პლატფორმის მეშვეობით.
სწავლის საფასურია 400 ევრო.
განხორცილების თარიღი: 25-29 ივლისი, 2022
რეგისტრაციის ვადა: 30 ივნისი, 2022.
რეგისტრაციის პროცედურა:
განმცხადებელმა უნდა გადააგზავნოს განახლებული რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.