
ბოლო ათწლეული გამოირჩეოდა საჯარო დებატების შესუსტებით, მხარეთა პოზიციების რადიკალიზაციით და არასწორი ინფორმაციის სიჭარბით. მსგავსი ტენდენციების გაძლიერება დამახასიათებელია კრიზისული პერიოდებისათვის, როგორც ეს კიდევ ერთხელ აჩვენა პანდემიამ. ეს პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფაქტობრივი ინფორმაციის უტყუარობას და მეცნიერების როლის მნიშვნელობას საზოგადოებაში. უნივერსიტეტებმა მკაფიოდ უნდა გამოხატონ თავიანთი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე და შეიმუშაონ პრობლემის გადაწყვეტის ახალი და ეფექტიანი გზები.