აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) ვებინართა სერიებიდან – ‘’უნივერსიტეტები და დემოკრატია: როგორ გავაძლიეროთ მნიშვნელოვანი კონტაქტები’’, გვთავაზობს რიგით მესამე ვებინარს: ‘’მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებაში მონაწილეობა – უნივერსიტეტების და მეცნიერების როლი კრიზისულ პერიოდში.’’
პანდემიის ფაზიდან გამოსვლამ და ახალი ძირითადი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგომამ უფრო მეტად გაზარდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებზე წნეხი. კრიზისულ პერიოდში ხშირად აუცილებელია სწრაფი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, რაც სცდება საერთო პოლიტიკის წარმოების ჩვეულ ჩარჩოს. რამდენად ცვლის ეს ფაქტობრივი მონაცემების მნიშვნელობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში?
პანდემიამ კარგად აჩვენა სამეცნიერო კვლევის მნიშვნელობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში, თუმცა ნათლად გამოჩნდა შესაბამისი გამოწვევებიც, რაც სამომავლოდ მრავალ კითხვას აჩენს. როგორ უზრუნველვყოთ სამეცნიერო კვლევის შედეგების სათანადოდ ასახვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? რა როლი ენიჭებათ უნივერსიტეტებსა და ცალკეულ მეცნიერებს ამ საქმეში?


