2022 წლის 9 ივნისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ინოვაციური სამეცნიერო-კვლევითი პროექტი – აქციე იდეა რეალობად!
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კვლევებისა და ინოვაციური იდეების რეალიზაციისათვის მოტივაციის შექმნა და მათი ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობა.
კონფერენცია გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მ/შემსრულებელმა კახაბერ ლაზარაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს და დამსწრე სტუმრებს ამავე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში შალვა მაჭავარიანი და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სიხარულიძე მიესალმნენ.
კონფერენციაზე ძირითადი მოხსენებით წარსდგა 2021 წლის სტუდენტური სამეცნიერო-კვლევით შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ბასკარ რეკჰა (ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი), რომელმაც დამსწრე აუდიტორიას გააცნო განხორციელებული კვლევითი პროექტის (The impact of COVID-19 pandemic on the cognitive functions of the international Medical Students) შედეგები.
კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა;
წარმოდგენილი სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო წინადადებებიდან სამეცნიერო კომისიის მიერ გამოვლინდა სამი გამარჯვებული პროექტი:
- თამარ თხელიძე (განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების მაგისტრანტი),
პროექტის სახელწოდება: სამეცნიერო ხელმძღვანელის მნიშვნელობა სადოქტორო სწავლების საფეხურზე
- სოფიო ბაიდაური (არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი).
პროექტის სახელწოდება: საქართველოს უცნობი ძეგლების აღმოჩენა და კვლევა
- ჰუსამ უდ დინ შარიფ (დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტი)
პროექტის სახელწოდება: Impact of smoking on general health and behavior among students in Georgia
ამასთანავე, გამარჯვებული პროექტების ავტორები 2022 წლის EEU-ს სტუდენტურ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ და მათ შესაძლებლობა მიეცათ მოიპოვონ საუნივერსიტეტო კვლევითი გრანტი (მაქსიუმუმ 5000 ლარი);
ღონისძიების ბოლოს სტუდენტებს კონფერენციაში მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები.