2022 წლის 28 აპრილს, EEU-ს თვითმმართველობის ორგანიზებითა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა ხატვის კონკურსი თემაზე – „მომავლის ქალაქი“.
თვითმმართველობამ კონკურსის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას EEU-ს ახალი კამპუსის ბიბლიოთეკის დარბაზში უმასპინძლა.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გამოვლინდა არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის 3 გამარჯვებული სტუდენტი:
🥇სერგო ბრეგვაძე
🥈სოფიო ბაიდაური
🥉მარიამ ცერცვაძე
გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო და საკანცელარიო მაღაზიის ვაუჩერი. II და III ადგილის მფლობელებს კი – სკეჩ მარკერების ნაკრებები.
EEU-ს თვითმმართველობა მადლობას უხდის თითოეულ სტუდენტს კონკურსში მონაწილეობისთვის და ულოცავს ყველაზე კრეატიულ სტუდენტებს ამ წარმატებას!