პრემია (საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გაცემული დიპლომი და მედალი) გამარჯვებულ მეცნიერ ქალებს გადაეცემა სამეცნიერო ატაშეების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში, ქ. პადუაში გაიმართება.
წარსადგენი საბუთები:
- მოკლე სამოტივაციო წერილი პრიზის მისაღებად (მაქსიმუმ 100 სიტყვა), ხელმოწერილი განმცხადებლის მიერ;
- ძირითადი სამეცნიერო მიღწევები (მაქსიმუმ 1 გვერდი);
- მოკლე CV (მაქსიმუმ 2 გვერდი) მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- განმცხადებლის ყველაზე მნიშვნელოვანი პუბლიკაციების სია (მაქსიმუმ 1 გვერდი);
- განმცხადებლის საქმიანობა იტალიის სამეცნიერო საზოგადოებასთან ( მაქსიმუმ 1 გვერდი);
- მხარდამჭერი წერილი ნომინაციისათვის ( მაქსიმუმ 2 წერილი, თითო მაქსიმუმ 1 გვერდი), რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს წარჩინებული მეცნიერების ავტორობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია იტალიის საელჩოში, არაუგვიანეს 2022 წლის 15 სექტემბრის 15:00 სთ-მდე (საქართველოს დროით), ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it
ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერის დაჯილდოებისთვის გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.