2022-2023 სასწავლო წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის სრულად ამოქმედება, ახალი ცოდნის შექმნა, მკვლევართა საერთაშორისო აქტუალურ სამეცნიერო პროექტებში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მეცნიერებაში ახალგაზრდების მოზიდვის წახალისება.
2022-2023 სასწავლო წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის სრულად ამოქმედება, ახალი ცოდნის შექმნა, მკვლევართა საერთაშორისო აქტუალურ სამეცნიერო პროექტებში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მეცნიერებაში ახალგაზრდების მოზიდვის წახალისება.
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი:
- კონკურსისთვის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფონდიდან გამოყოფილია – 40 000 ლარი.
- დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლია მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს (უფლებამოსილი სუბიექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ „2022-2023 სასწავლო წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობებში“).
- თითოეულ კვლევით პროექტზე მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
- პროექტის ხანგრძლივობა – 12 თვე;
- დეტალური ინფორმაცია 2022-23 სასწავლო წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობების შესახებ იხ. ბმულზე.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საპროექტო განაცხადების რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 28 ოქტომბრიდან – 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით 00:00 საათამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sciencepapers@eeu.edu.ge.
- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ;
- დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე პროექტების სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა – 2023 წლის 10 მარტი;
- დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება – 2023 წლის 15 მარტი;
- საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება – 2023 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
- საპროექტო განაცხადი ქართულ ენაზე (დანართი 1);
- საპროექტო განაცხადის წინადადება ქართულ ენაზე (დანართი 2);
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 3);
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 4);
- პროექტში კვლევის ეთიკის საკითხების გათვალისწინება და უზრუნველყოფა (დანართი 5);
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კვლევის ეთიკის სტანდარტი. - უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ;
- პროექტის ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული ფიზიკური პირების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, დოქტორანტის/ მაგისტრანტის, ბაკალავრის სტუდენტის შემთხვევაში ცნობა სწავლის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან);
- კვლევით პროექტში ჩართულ პირთა (ხელმძღვანელის, მკვლევარების) პროფესიული რეზიუმეები.
საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
კონკურსში წარმოდგენილი საგრანტო პროექტები შეფასდება ორი ძირითადი კრიტერიუმით: კვლევითი პროექტის სამეცნიერო ღირებულება და პროექტის განხორციელება.
დეტალური ინფორმაცია შეფასების კრიტერიუმების შესახებ იხ. ბმულზე.
საკონსულტაციო განრიგი:
საკონსულტაციო შეხვედრა ფაკულტეტების შესაბამისად გაიმართება 2022 წლის 1 დეკემბერიდან და 2022 წლის 15 დეკემბრამდე.
საგრანტო პროექტთან დაკავშირებით შეკითხვების გამოგზავნა შესაძლებელია 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე sciencepapers@eeu.edu.ge.