წიგნში წარმოდგენილია კეთილდღეობის ფართო ანალიზი და პოლიტიკის შედეგები ევროპაში. ნაშრომი ფოკუსირებულია უთანასწორობასა და კეთილდღეობაზე Covid-19-ის დროს და მოიცავს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ პანდემიით გამოწვეული ცვლილებებისა და შედეგების შედარებით კვლევებს.
საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მხრიდან ნაშრომის, სახელწოდებით – „The Economic Repercussions of Covid-19 and Well-Being in Georgia“ – ავტორები არიან:
კახაბერ ლაზარაშვილი – განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; რექტორი.
დავით სიხარულიძე – ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვასილ კიკუტაძე – ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი;
თამთა ლეკიშვილი – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ასისტენტ პროფესორი; ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
წიგნი გამოიცა საერთაშორისო მაღალრეიტინგული გამომცემლობის Springer-ის მიერ.
წიგნის პრეზენტაცის განრიგი: 16.12.2022, 20:30სთ.
განხორციელების ფორმატი: ონლაინ (ZOOM-ის საშუალებით)
სამუშაო ენა: ინგლისური
პრეზენტაციაზე დასწრების ბმული: bit.ly/3EUPRy8 (Meeting ID: 886 8750 1292, Password: 794279)
დასწრება თავისუფალია!