მიმდინარე წლის 5-9 დეკემბერს, ვიშეგრადის ქვეყნების საერთაშორისო ფონდის დაფინანსებული პროექტის “Business Problems Interactive Web Portal”-ის ფარგლებში, პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო კვირეული: ‘’International Days in Prague – Erasmus+ Staff/Teaching Week’’ გაიმართა. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო საკითხებში, პროფ. შალვა მაჭავარიანი.
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობდნენ:
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
- University of Finance and Administration (Czech Republic);
- University of Žilina (Slovakia);
- University of Ss. Cyril and Methodius in Trnava (Slovakia);
- University of Lodz (Poland);
- Opole University of technology (Poland);
- University of Gdańsk (Poland);
- RISEBA University of Aplied Sciences (Latvia);
- Vilniaus University Business school (Lietuva);
- Comrat State University (Republic of Moldova);
- Anadolu University (Turkey);
- University of Zaragoza (Spain);
- საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კველევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი, დავით სიხარულიძე ორი მოხსენებით წარსდგა.
პირველი მოხსენება საინფორმაციო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის გაცნობას დამსწრე საზოგადოებისათვის. ხოლო, მეორე მოხსენებად დავით სიხარულიძემ წარადგინა საკუთარი კვლევა: ‘’Agency problem, Corporate Governance and Banks’ financial Performance in Georgia: An Empirical Study’’.
აღნიშნულმა კვლევამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და EEU-ს პროფესორი მომავალი წლის მაისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს.