აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პაშა ბანკსა და რე|ბანკთან თანამშრომლობით 14 დეკემბერს, EEU-ს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა კარიერული ცნობიერების კურსი.
კურსის მიზანი აუდიტორიისთვის კარიერული ცნობიერების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
EEU-ს სტუდენტებს პიროვნების პროფესიულ ინფორმირებულობაზე ესაუბრნენ:
თამთა ფეტელავა – პაშა ბანკისა და რე|ბანკის ტალანტების მოზიდვისა და განვითარების განყოფილების უფროსი;
ელენე ჭაბუკიანი – პაშა ბანკისა და რე|ბანკის ტალანტების მოზიდვის სპეციალისტი.
კარიერული ცნობიერების კურსის ფარგლებში სამიზნე ჯგუფის წევრები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:
- კარიერის დაგეგმვა;
- იდეალური რეზიუმეს შედგენა;
- დამსაქმებელთან ინტერვიუსათვის მომზადება;
- პაშა ბანკსა და რე|ბანკში დასაქმების, განვითარების შესაძლებლობები.
ღონისძიება სტუდენტების აქტიური ჩართულობით ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის დასასრულს სპიკერებმა აუდიტორიას კარიერული ცნობიერების შესახებ ინტელექტუალური ქვიზი შესთავაზეს. გამარჯვებულებს კი სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სურვილისამებრ, აგრეთვე, შეავსეს სააპლიკაციო ფორმა პაშა ბანკსა და რე|ბანკში დასაქმების მიზნით.