საზაფხულო სკოლის აკადემიური ხელმძღვანელია იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე პროფესორი საბინო კასეზე, იტალიის ლა ტუშის უნივერსიტეტის პროფესორ ედოარდო ჩიტის მხარდაჭერით.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს სამართლის ან სხვა სოციალური მეცნიერებებიდან, ასევე პრაქტიკოსებსა და პროფესიონალებს, კერძოდ: მრჩევლებს იურიდიულ საკითხებში, იურისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შიდა ადმინისტრაციულ მუშაკებს.
მონაწილეები დაესწრებიან სხვადასხვა სახის კურსებს, რომლებსაც წარუძღვებიან გამოჩენილი პროფესორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კურსები ჩატარდება სემინარების სახით და კოლოკვიუმებით.
პროგრამა განხორციელდება 24 – 28 ივლისს, ELGS კამპუსში (ლეგრენა, სუნიონი, ათენი).
პროგრამის ღირებულებაა 490 ევრო.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 16 ივნისი.
რეგისტრაციისათვის საჭიროა რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის ინგლისურ ენაზე გადაგზავნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschools@elgs.eu
დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ მითითებულ ბმულს.