აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი იაგელონის უნივერსიტეტი საერთაშორისო კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად აცხადებს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და განვითარების სამაგისტრო (ISAD) პროგრამაზე მიღებას.
ორწლიანი სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს ამ სფეროებში არსებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიღებას სტუდენტებისათვის პოლონელი და საერთაშორისო მეცნიერების დახმარებით. აკადემიური კურსები ისწავლება ინგლისურ ენაზე, სტუდენტები ასევე სწავლობენ მათ მიერ არჩეულ მეორე უცხო ენას.
ISAD-ის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის სამთავრობო და საერთაშორისო ორგანოებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით. გარდა ამისა, ექნებათ როგორც ინგლისურის, ასევე მეორე ენის (B2 დონეზე) კარგი ცოდნა.