კომპანია ,,უსაფრთხო გარემოს“ ინიციატივითა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) უწყვეტი განათლების ცენტრის (LLC) ორგანიზებით EEU-ს თანამშრომლებისთვის გაიმართება ტრენინგ-კურსი: ,,სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ადმინისტრაციული უსაფრთხოება“.
კურსის მიზანი:
- თანამშრომლებისთვის სახანძრო, ელექტრო უსაფრთხოების და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარების გაუმჯობესება;
- კრიზისული სიტუაციების დროს თანამშრომელთა მიერ ორგანიზებული ქცევის უნარების ჩამოყალიბება შესაძლო საფრთხეების და უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით.
ტრენერი: ნუგზარ მელაძე – კომპანია ,,უსაფრთხო გარემო“ – დირექტორი.
ტრენინგ კურსის თემატიკა:
- სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოება;
- პირველადი სამედიცინო დახმარება;
- უსაფრთხოების ნორმები.
კურსის განხორციელების განრიგი: 6 საკონტაქტო საათი, 3 შეხვედრა
შეხვედრა 1: 04.04.2023, 14:00 სთ – ,,სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოება“;
შეხვედრა 2: 06.04.2023, 14:00 სთ – ,,პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა“;
შეხვედრა 3: 07.04.2023, 14:00 სთ – ,, ადმინისტრაციული უსაფრთხოება“.
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლები.
სამუშაო ენა: ქართული.
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401.