2023 წლის 27 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ახალ კამპუსში არქიტექტურის დარგით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები:
- საჯარო ლექცია: ,,თანამედროვე არქიტექტურა”;
- არქიტექტურის კვლევით-საპროექტო ბიუროს მიერ განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია;
- EEU-ს არქიტექტურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შემოქმედების გამოფენა.
აქტივობების ციკლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს თანამედროვე არქიტექტურაზე ესაუბრა ცნობილი არქიტექტორი, EEU-ს პროფესორი და არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე.
სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ EEU-ს ასოცირებულ პროფესორს, არაერთი არქიტექტურული პროექტის ავტორსა და არქიტექტურის კვლევით-საპროექტო ბიუროს ხელმძღვანელ გიორგი გიორგაძეს, რომელმაც პირადად გააცნო EEU-ს არქიტექტურის კვლევით-საპროექტო ბიუროს მუშაობის სპეციფიკა და აქტივობები, მათ ასევე და ნახეს, რას საქმიანობენ EEU-ს სტუდენტები ბიუროში.
აქტივობის მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს EEU-ს არქიტექტურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები.
დასკვნით ეტაპზე სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების, საუნივერსიტეტო სტიპენდიებისა და სწავლის დაფინანსების მრავალფეროვანი პირობების, სტუდენტური მხარდამჭერი სერვისებისა და უპირატესობების თაობაზე. ასევე, დაათვალიერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი კამპუსი.
EEU-ში გრძელდება სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი.
განრიგი იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/eeuabituri/
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ARPYJR3jGfvVdL3n8