2023 წლის 30 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა საინტერესო და ინტერაქციული აქტივობა თემაზე: ,,როგორ ვაქციოთ იდეა წარმატებულ ბიზნეს პროექტად’’.
ღონისძიებაში მონაწილეობა ქ. თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებს სიმულაციური ბიზნეს გეგმის შედგენის პრინციპები გააცნეს EEU-ს პროფესორებმა:
- ვასილ კიკუტაძემ – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი (EEU);
- დავით სიხარულიძემ – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი (EEU);
- თამთა ლეკიშვილმა – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (EEU).
ღონისძიების მეორე ეტაპზე სკოლის მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნეს სიმულაციური ბიზნეს გეგმები და წარმოადგინეს მათი პრეზენტაცია
წარმოდგენილი პროექტები განიხილა სპეციალურმა კომისიამ და გამოავლინა ორი გამარჯვებული პროექტი:
- ,,FAV-Fancy Afterlife Vehicles’’;
- ,,Helper’’.
პროექტის ავტორები:
- ანი ეზუგბაია – 157-ე საჯარო სკოლა
- ლანა სახელაშვილი -157-ე საჯარო სკოლა
- ანანო ბოდოკია – 157-ე საჯარო სკოლა
- მათე მილორავა – ბაქსვუდის სკოლა
- მარიამ თაბაგარი – 157-ე საჯარო სკოლა
- მარიამ კახიძე – 100-ე საჯარო სკოლა
- ელენე ბექაური – 221-ე საჯარო ,,მეგა სკოლა”
- ივლიანე ლაშქარავა – საჯარო სკოლა
- გიორგი ლეჟავა – 160-ე საჯარო სკოლა
EEU-ს რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა და ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ვასილ კიკუტაძემ გამარჯვებული პროექტის ჯგუფის თითოეულ წევრს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისგან გადასცეს 30-ქულიანი ბონუს ბარათი, რომლითაც პროექტის ბოლოს ღია კარის დღეების შემაჯამებელი აქტივობის ,,EEU აუქციონის’’, დროს შეძლებენ საგანმანათლებლო თუ გასართობი დანიშნულების ნივთების შეძენას;
EEU-ში გრძელდება სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი.
განრიგი იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/eeuabituri/
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ARPYJR3jGfvVdL3n8