წარმომადგენლობითი საბჭოს შესახებ:
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსტიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ეფექტურ მართვასა და განვითარებას, უნივერსიტეტის სტრატეგიული საკითხების კოლეგიური გადაწყვეტის გზით უზრუნველყოს უნივერსიტეტის მართვისა და საქმიანობის ღიაობა, გამჭვირვალობა და მასში საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა.
წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არჩეული წევრების სტატუსით შედიან უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. საბჭოს არჩეული წევრი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრება 4-4 წევრით, უნივერსიტეტის თითოეული ფაკულტეტიდან თითო-თითო წევრი.
• წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის უფლების მქონე სუბიექტები:
- წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი აკადემიური პერსონალი შეიძლება გახდეს უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი, რომელიც ამავდროულად არ არის უნივერისტეტის სხვა არჩევითი კოლეგიური ორგანოს წევრი.
- წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტი წევრი შეიძლება გახდეს უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელიც არ არის უნივერსიტეტის სხვა არჩევითი კოლეგიური ორგანოს ან/და თვითმმართველობის წევრი. სტუდენტი საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს სწავლების მეორე სემესტრიდან.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევა:
წარმომადგენლობითი საბჭოს აკადემიური პერსონალი და სტუდენტი წევრები აირჩევიან შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოების მიერ, რომელიც განიხილავს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მსურველთა წარმოდგენილ დასაბუთებულ განცხადებებს. აფასებს კანდიდატების მოტივაციას და საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართულობას. ასევე, უფლებამოსილია სურვილის შეთხვევაში გაესაუბროს კანდიდატებს.
ფაკულტეტის საბჭო სხდომაზე კენჭისყრის გზით იღებს გადაწყვეტილებას იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომლის მონაწილეობასაც წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობაში მიიჩნევს პროდუქტიულად.
განაცხადების წარმოდგენის ვადები და წესი:
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მსურველმა განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის აფილირებულმა აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა 2023 წლის 2 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დასაბუთებული განცხადება უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Education@eeu.edu.ge