2023 წლის 15 მაისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ადამიანური რესურსების მართვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 15 მაისი საქართველოში HR-ის დღეა, – აღნიშნულთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის გენერალური სპონსორობით, საქართველოს ახალგაზრდა HR პროფესიონალთა ეროვნული ასოციაციის, HR პროფესიონალთა გილდიის (HRPG), ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაციის (NAHR – არეა), HR ლაბორატორია საქართველოს (HR LAB GEORGIA) ინიციატივით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) გამართული ღონისძიების მთავარი თემა „ციფრული HR“ იყო.
ღონისძიების მიზანი იყო HR დღის აღნიშვნა და HR პროფესიონალების როლის, მნიშვნელობისა და წვლილის კიდევ ერთხელ ხაზგასმა. ამასთანავე, საქართველოს ბაზარზე HR სფეროს აქტუალიზაცია ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, რომლებიც უკავშირდება ციფრულ HR – ში არსებულ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებს.
საქართველოს HR – ებს პროფესიული დღე მიულოცეს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა, ასევე, ევროპის ადამიანური რესურსების ასოციაციის (EAPM) პრეზიდენტმა, ევან ბოლსტადმა (ონლაინ), ევროპისა და აზიის სხვადასხვა HR ასოციაციების პრეზიდენტებმა.
ღონისძიებას დაესწრნენ ახალგაზრდა HR პროფესიონალთა ეროვნული ასოციაციის წევრები, საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიის HR პროფესიონალები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს HR ტექნოლოგიების სფეროში ცნობილმა ექსპერტებმა, პრაქტიკოსებმა, პროფესიონალებმა და ბიზნესის ლიდერებმა. საკუთარ მოსაზრებები, პრაქტიკული გამოცდილება და სამომავლო გეგმები წარადგინეს მოწვეულმა სტუმრებმა, რომლებმაც ისაუბრეს ციფრული HR – ის მომავალზე, საკუთარ და მათთვის ცნობილ პრაქტიკულ გამოცდილებებზე, გამოწვევებსა და უახლეს ტენდენციებზე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში HR-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ფონდ „გიგოს“ ორგანიზებით, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.