აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ორგანიზებით 31 მაისს, სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის გაიმართა EEU-ს პარტნიორი უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პანთეონის უნივერსიტეტის (საბერძნეთი, ათენი) პროფესორის საჯარო ლექცია თემაზე: „მდგრადი განვითარება და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“.
შეხვედრის ფარგლებში ნიკოლაუს ლეანდროსმა განიხილა მდგრადი განვითარება როგორც საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც ადამიანის კეთილდღეობას ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს.
საჯარო ლექციის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანებზე, ბუნებრივ გარემოზე და წვლილი შეაქვსს საზოგადოების კეთილდღეობაში.
შეხვედრა სტუდენტებისა და პერსონალის აქტიური ჩართულობით წარიმართა.