აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 4 ივნისს გაიმართა მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „სასკოლო განათლება – თანამედროვე გამოწვევები და ინოვაციები’’.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა სამეცნიერო საქმიანობაში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი ჩართულობის სტიმულირება, სტუდენტური გამოცდილების მოსწავლეებისთვის გაზიარება, ზოგადი განათლების სფეროში არსებული ძირითადი პრობლემატიკის იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების ძიება.
კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/
კონფერენცია გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების დეკანმა, ქეთევან აფთარაშვილმა და მონაწილეებს მიესალმა ამავე უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი. კონფერენციას ესწრებოდნენ ზოგადი განათლების მიმართულებით დარგის ექსპერტები, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლები, EEU-ს პერსონალი და კურსდამთავრებულები.
კონფერენციის პირველ პანელზე სასკოლო განათლების გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს მთავარმა მომხსენებლემა:
- შალვა ტაბატაძე („ახალი სკოლის მოდელი“) – აიიპ – “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის” თავმჯდომარე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის საბჭოს წევრი.
- თამარ თოლორაია („ადრეული განათლების მნიშვნელობა და მიზნები“) – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
- გიორგი ჭანტურია („შებრუნებული საკლასო ოთახი“) – განათლების კოალიციის დირექტორი , კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა ლაბის, „სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ განათლების სპეციალისტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების დოქტორანტი
კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა საკონფერენციო თემები მოამზადეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების პროგრამების სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად და ინდივიდუალურად.
კონფერენციის ბოლოს ორი საუკეთესო მოხსენება გამოავლინა აკადემიურმა კომიტეტმა
გამარჯვებული მოხსენების ავტორები არიან:
- ქეთევან სიხარულიძე („უახლესი ისტორიის სწავლება საქართველოსა და ლატვიაში“) – განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; ხელმძღვანელი: ქეთევან აფთარაშვილი – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, დეკანი
- ლიზი ცინდელიანი, ელენე წიკლაური, სალომე გოგელია („შეფასება და მოტივაცია“) – ქ. თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ხელმძღვანელი: ნელი აფხაზავა – განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს – სერტიფიკატებთან ერთად სპეციალური ფულადი პრიზები.