აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი თამთა ლეკიშვილი და იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალისტი, ქრისტინე ქარდავა მიმდინარე წლის 12-16 ივნისს Erasmus+ პროგრამის პერსონალის მობილობის ფარგლებში იმყოფებოდნენ ნიქოზიის უნივერსიტეტში (კვიპროსი). მათ მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ -ის მე-5 პერსონალის საერთაშორისო კვირეულში „International Credit Mobility: Moving Beyond Traditional Erasmus+”.
ნიქოზიის უნივერსიტეტში კვირეულში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლები 15 სხვადასხვა ქვეყნიდან. კვირეულის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გააკეთეს მოხსენება და დამსწრეებს გააცნეს საქართველოს განათლების სისტემა, უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმები და ხედვები, საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები.
ამასთანავე, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამართეს მიზნობრივი ინდივიდუალური შეხვედრები უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლებთან. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა სწავლების, თანამშრომელთა და სტუდენტთა გაცვლის, ერთობლივი პროგრამებისა და კვლევითი პროექტების განხორციელების შესახებ.
კვირეულის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ თავიანთი უნივერსიტეტებში არსებული პრაქტიკა, მაგალითები და გამოცდილება. ამასთანავე, წარმოედგინათ მათი ქვეყნის კულტურული თვალსაჩინოებები.
უნივერსიტეტი დელეგაციის ვიზიტმა ხელი შეუწო ნიქოზიის უნივერსიტეტთან ურთიერთობის გამყარებასა და განვითარებას. უნივერსიტეტებს შორისო თანამშრომლობა და დასახული გეგმები დამატებით შესაძლებლობებს აძლევს EEU-ს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.