5 ივლისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა ცნობილი ამერიკელი სამართალმცოდნის, მინესოტას უნივერსიტეტის (აშშ) სამართლისა და ფილოსოფიის პროფესორის, ბრაიან ბიქსის ნაშრომის – „იურისპრუდენცია: თეორია და კონტექსტი“ (მე-8 გამოცემა) – ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია.
ნაშრომის თარგმანი დაფინანსებულია საქართველოში აშშ საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ. წიგნის თარგმანი შეასრულა ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის მკვლევარმა ლაშა ლურსმანაშვილმა. თარგმანის რედაქტორია ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი პროფ. გიორგი თავაძე.
პრეზენტაციის ფარგლებში თარგმანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პროფ. კახაბერ ლაზარაშვილმა, ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში პროფ. შალვა მაჭავარიანმა, ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა პროფ. გიორგი თავაძემ და ცენტრის მკვლევარმა ლაშა ლურსმანაშვილმა.
7 ივლისს კი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა წიგნის პრეზენტაცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.