ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კვლევით ერთეულს, რომელის მიზანია:
- საგანმანათლებლო ორგანიზაციებში ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მიმართ ჰოლისტიკური მიდგომის დანერგვის ხელშეწყობა;
- საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი სასწავლო გარემოს ფორმირება;
- ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურებზე ისეთი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სრულფასოვან საქმიანობას, საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ პირთა მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას;
- საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის, მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშემწყობი პედაგოგიური ინოვაციების განვითარება, რაც საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ თითოეულ პირს საშუალებას მისცემს სრულად გამოავლინოს საკუთარი აკადემიური პოტენციალი.
ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ფუნქციები და ამოცანები მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დასახული მიზნების განხორციელებას.
ცენტრის ფუნქციები და ამოცანები:
- ჯანსაღი და მდგრადი სასწავლო, სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა სტუდენტების, პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;
- ჯანმრთელობისა და მდგრადობის პროფილის გაზრდა უნივერსიტეტის ძირითად საქმიანობაში – სწავლა, კვლევა;
- საქართველოს, ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებთან/სამეცნიერო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით სამეცნიერო კვლევითი პროექტების განხორციელება;
- სამეცნიერო-კვლევით ნაშრომებზე მუშობა და გამოცემა (სახელმძღვანელოები, ჟურნალები, სამეცნიერო კრებულები და სხვა);
- სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების, საჯარო ლექციების, საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება;
- ცენტრის მიზნებიდან გამომდინარე სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.