flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული HR კონფერენცია პროგრესულად მოაზროვნე ტალანტებისთვის

HR-ის მულტიდისციპლინარული გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
საქართველოში 15 მაისი ადამიანური რესურსების დღეა!

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) HR პროფესიონალთა გილდიასთან (HRPG)  ერთად 2024 წლის 15 მაისს მართავს ადამიანური რესურსების დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას: ,,HR-ის მულტიდისციპლინარული გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში”.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა აქტიური ჩართვის სტიმულირება და ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობა.

მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ინოვაციური, შემოქმედებითი კუთხით  გამოიკვლიონ, განიხილონ ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები; შეისწავლონ და საკუთარი არაორდინალური გადაწყვეტილებები შესთავაზონ საზოგადოებას ადამიანური რესურსების მართვის  მიმდინარე თუ სამომავლო გამოწვევებთან, შესაძლებლობებთან და პერსპექტივებთან დაკავშირებით.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენცია ფარავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ადამიანური რესურსების მართვა;
  • ბიზნესი;
  • ფსიქოლოგია;
  • სამართალი.

კონფერენციის საორიენტაციო თემატიკა  მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ორგანიზაციის წარმატებასა და ქვეყნის განვითარებაში ადამიანური რესურსების სტრატეგიული წვლილი, როლი და მნიშვნელობა;
  • ადამიანური რესურსების მართვის პროცესებზე გლობალიზაციისა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გავლენა და შედეგები;
  • ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მულტიდისციპლინური და მულტიკულტურული ასპექტები, როგორც გამოწვევა და შესაძლებლობა.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული; ინგლისური

რეგლამენტი: მოხსენება – 15 წთ.; კითხვა-პასუხი – 5 წთ.

ფორმატი:  პირისპირ – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) საკონფერენციო დარბაზი.

შენიშვნა: დისტანციურ ფორმატში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ რეგიონების უნივერსიტეტების  და მოცემულ ეტაპზე, საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამებით მყოფი  სტუდენტებისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობის მოთხოვნები:
მნიშვნელოვანი თარიღები:
კონფერენციის აკადემიური და საორგანიზაციო კომიტეტები:
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები
კონფერენციაში მონაწილეობის მოთხოვნები:
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

  • რეგისტრაცია;
  • ქართულ ან ინგლისურ ენაზე შესრულებული ანოტაციის (A4 ფორმატი, არაუმეტეს 300 სიტყვისა) წარმოდგენა;
  • PPP პრეზენტაცია (სლაიდების რაოდენობა: 8-10 სლაიდი).
მნიშვნელოვანი თარიღები:
  • რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადა – 2024 წლის 19 აპრილი;
  • შერჩეული ავტორების შეტყობინება – 2024 წლის 30 აპრილი;
  • PPP პრეზენტაციის გაგზავნა შემდეგ მისამართზე: conference@eeu.edu.ge – 2024 წლის 8 მაისი (სათაურის ველში კონფერენციის დასახელების მითითებით);
  • კონფერენციის ჩატარების თარიღი: – 2024 წლის 15 მაისი.
კონფერენციის აკადემიური და საორგანიზაციო კომიტეტები:
კონფერენციის აკადემიური კომიტეტი:

  • კახაბერ ლაზარაშვილი – პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) რექტორი;
  • ლილი ბიბილაშვილი – პროფესორი, EEU-ს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, HR პროფესიონალთა გილდიის (HRPG) დამფუძნებელი;
  • დავით სიხარულიძე – პროფესორი, EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
  • ზვიად როგავა – პროფესორი, EEU-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
  • ვასილ კიკუტაძე – პროფესორი, EEU-ს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი;
  • თამარ ქობულაძე – ასოცირებული პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ირმა მიქაძე – HR საკონსულტაციო ორგანიზაცია ,,რეფრეიმის” ხელმძღვანელი;
  • ნინო ბერუაშვილი – „მაინდორის“ მმართველი პარტნიორი, იუნგიანური ქოუჩინგის საერთაშორისო სკოლის პროგრამების განვითარების მენეჯერი, საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
  • ნინო გონაშვილი – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) რეგიონალური HR მენეჯერი, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

საორგანიზაციო კომიტეტი:

ნათია გეგელაშვილი – EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, განათლების მეცნიერებების პროგრამის დოქტორანტი;

მარიამ ლიკლიკაძე – EEU-ს უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები
გისურვებთ წარმატებას!
ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
032 2 48 01 41; 595 101 191 (მარიამ ლიკლიკაძე); 599 014 411 (ნათია გეგელაშვილი)
conference@eeu.edu.ge

არქიტექტურის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა EEU-ში!
საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2024 წლის ეროვნული შეჯიბრი იწყება!

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University