გაცვლითი პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას B2 დონეზე.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტის მხრიდან გასაწევი ხარჯი შეადგენს მხოლოდ მგზავრობისა და ცხოვრების საფასურს (საერთო საცხოვრებლის ღირებულებაა თვეში 120-150 ევრო, საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს ყოველთვიურად 250-300 ევრო).
შემოთავაზებული სასწავლო კურსებისა და პროგრამების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.uni.lodz.pl/en/mobility-study-programmes-and-courses
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, რეგისტრაციის მიზნით, უნდა წარმოადგინონ:
- სამოტივაციო წერილი;
- პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწმობა);
- CV (ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით;
- ინგლისური ენის ცოდნის (მინიმუმ B2 დონე) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სარეკომენდაციო წერილი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 3 აპრილი.
- 5 აპრილს- გამოცდა ინგლისურ ენაში,
- 9 აპრილი – გასაუბრება.
საბუთების მიღება იწარმოებს EEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში (ოთახი 102), 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: international@eeu.edu.ge