ღონისძიება გახსნეს და დამსწრეებს მიმართეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. კახაბერ ლაზარაშვილმა, ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში პროფ. შალვა მაჭავარიანმა, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) პრეზიდენტმა პროფ. მიხეილ ჭელიძემ, და პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტის ფინანსების დეპარტამენტის უფროსმა დოქტ. ევა კოსტიკოვმა .
ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ:
- პროფ. შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
- პროფ. მიხეილ ჭელიძე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი
- ევა კოსტიკოვი, ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი (პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა)
- ევა ნოცუნი, ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრის ხელმძღვანელი (ლოძის უნივერსიტეტი, პოლონეთი)
- ანდრეა კორეიოვა, სლოვაკეთის ზილინას უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრის ხელმძღვანელი,
- მარტინა შვეცოვა, ბიზნეს კონსულტანტი, პრაღა
- ატილა სკოპალი, ბუდაპეშტის სამეწარმეო ფონდის დირექტორი (უნგრეთი).
პროექტის პარტნიორებმა შეხვედრებზე განიხილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გზები.
ღონისძიების პროგრამა იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/March-4-5-2024-agenda-2024.pdf