აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარებისთვის ტრენინგების სერიის მეორე ეტაპი გაიმართა. კვლევის მეთოდების შესახებ საგანმანათლებლო კურსი პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა.
სასწავლო პროცესი EEU-ს სრული დაფინანსებით ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტრენინგი წარმართა გიორგი თავაძემ – ფილოსოფიის დოქტორი, EEU-ს პროფესორი, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.
კურსის ფარგლებში განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გაეცნენ:
- თვისებრივი კვლევის დიზაინს: კვლევის მიზნები, კონცეპტუალური ჩარჩო;
- თვისებრივი კვლევის დიზაინს: ლიტერატურის მიმოხილვა, საკვლევი შეკითხვები, მეთოდები და ვალიდურობა;
- კოდირებას: პირველი და მეორე ციკლის კოდირების მეთოდები.
ღონისძიება მსმენელთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. კურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.