ლევან ალაფიშვილი (ასოცირებული პროფესორი)
მიმართულება: საკონსტიტუციო სამართალი
ლევან ალაფიშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ასევე, იურიდიული კომპანიის – Lexica მმართველი პარტნიორი და ადვოკატი, შეფასებისა და საკონსულტაციო კომპანიის – Epicenter პარტნიორი.
ლევან ალაფიშვილს აქვს მრავალწლიანი პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. გასულ წლებში იყო საქართველოს კონტროლის პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF) – ეკონომიკური განვითარების პროგრამის დირექტორი, თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსი, შვედეთის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მენტორი. ასევე, ექსპერტი IBF International Consulting SA/ ევროკავშირის პროექტის – თვითმმართველობის გაზრდილი როლი საქართველოში მრავალდონიან ტერიტორიულ მმართველობაში.
ლევან ალაფიშვილი არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი.